logo_geo
eng_logo
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში ახალი კვლევის მეთოდები ინერგება
- +

31 მარტი. 2022. 14:38

 

 

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტში ახალი კვლევის მეთოდები ინერგება.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევის მეთოდების დამატების აუცილებლობა სურსათის ეტიკეტირების შესახებ ქვეყანაში არსებული მოთხოვნების გამკაცრებამ განაპირობა. ბიზნესოპერატორებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, დროულად მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული კვლევის შედეგები.

 

სურსათის კვლევის დეპარტამენტის ზოგადი ქიმიის ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდების ნუსხას ემატება: შაქრის განსაზღვრა პურ-ფუნთუშეულსა და ერბოში მოზელილ ნაწარმში;

შაქრის განსაზღვრა რძის შაქრიან პროდუქტებში;

შაქრის განსაზღვრა ფქვილოვან შაქრიან საკონდიტრო ნაწარმში;

შაქრის განსაზღვრა არა ფქვილიან შაქრიან საკონდიტრო ნაწარმში;

მარილის განსაზღვრა პურ-ფუნთუშეულში;

ხორცპროდუქტებში პურის შემცველობის განსაზღვრა.

 

აღნიშნული მეთოდები დამუშავებულია, ჩატარებულია შიდა ლაბორატორიული კვლევები და შესულია აკრედიტაციის ნუსხაში. უახლოეს პერიოდში კი მოხდება აკრედიტაციის მოპოვება.

 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში არსებული კვლევები აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს ISO (ისო) 17025. ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები კი ვალიდურია როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.

 

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული კვლევებისა და ფასების შესახებ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ ვებგვერდზე: http://sla.gov.ge/

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner