პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელს, სევერინ შაპას და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვარის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, დესპან დანიელ მაქსვინის შეხვდა.
შეხვედრის მთავარ თემას ომების პერიოდში უკვალოდ დაკარგული და დაღუპული ადამიანების მოძიება, იდენტიფიცირება და საქართველოში ჩამოსვენების საკითხები წარმოადგენდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ 90-იანი წლებიდან საკმაოდ დიდი და მოცულობითი სამუშაოები ჩაატარა და უგზო-უკვლოდ დაკარგული და დაღუპული ადამიანების მოძიების და იდენტიფიცირების პროცესი კვლავ გრძელდება. შეხვედრაზე მხარებმა აღნიშნული პროცესის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.