ოთარ შამუგიამ, სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ქ. ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო.
„საქართველოს მოსახლეობას მინდა მივულოცო ეს ისტორიული დღე. 31 წლის წინ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ამავდროულად, დღეს არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენ პატივს მივაგებთ მის ხსოვნას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას დღეს 83 წელი შეუსრულდებოდა.
დღესვე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდა.