logo_geo
eng_logo
31 მარტის რეფერენდუმი
- +

31 მარტი. 2022. 17:41

 

 

1991 წლის 31 მარტს საქართველოს თავისუფლებასა და მომავალზე ეროვნული თანხმობა შედგა! ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული საყოველთაო სახალხო რეფერენდუმი ჩვენი ერთიანობისა და ეროვნული თანხმობის სიმბოლოა! ამ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველა რეგიონის, მათ შორის, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრებმა მოსახლეობამ. ამ რეფერენდუმის უკან მთელი საქართველოა! დღესაც მასზე დგას ჩვენი თავისუფლება, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

 

ეს არის ის, რასაც ოკუპაცია ვერ მოერია!

 

დღეს უამრავი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ქართველმა ხალხმა კვლავ განსაზღვრა საკუთარი მომავალი - ევროპული მომავალი, და ამ ხედვაში ჩვენ ყველანი ერთიანნი ვართ!

 

საქართველოს ევროპული მომავლის იდეის ირგვლივ გაერთიანებამდე სწორედ, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმმა მოგვიყვანა. საქართველო მადლიერია ყველა მისი შვილის, რომელმაც ერის ერთობის და თავისუფლების უზენაესი იდეა რეალობად აქცია. მათ შორის, უპირველესი კი საქართველოს ეროვნული გმირი ზვიად გამსახურდიაა, სიმბოლო საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებული ბრძოლისა, შემოქმედი 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატული ერის ერთობისა. ერის ასეთი ერთსულოვნება ყველა გამარჯვების საწინდარია!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner