logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ვიდეოს, რომელიც შეიცავს ოფიცრებისადმი აჯანყებისა და დაუმორჩილებლობის ნიშნებს, გამიზნულად ავრცელებს ერთ-ერთი ტელეკომპანია! თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ან დემოკრატიის ან სიტყვის თავისუფლების ჩარჩოში ჯდება ან ძალიან ცდება ან უბრალოდ ჰგონია,
- +

31 მარტი. 2022. 18:59

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ვანო ნადირაძეს, რომელიც ქართველ ოფიცრებს მიმართავს.

 

როგორც ნიკოლეიშვილი წერს ტვ „პირველის“ ამ ქმედებით, არამარტო შესაბამისი სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, არამედ მედია ექსპერტებიც.

 

„თავდაცვის ძალები არის აპოლიტიკური ინსტიტუცია, მისი მთავარი მიზანი და დანიშნულება საკუთარი ქვეყნის ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დაცვაა. არ ვიცი, ვინაა ეს ადამიანი, მაგრამ მისი არც ჭკუის დარიგება და მოწოდება ქართულ ჯარს ნამდვილად არ სჭირდება. სწორედ იმ ჯარს და ოფიცრებს, რომლებმაც ყველაზე მეტად იციან თუ რა არის ღირსება და ვაჟკაცობა! ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ ამ ვიდეოს, რომელიც შეიცავს ოფიცრებისადმი აჯანყებისა და დაუმორჩილებლობის აშკარა ნიშნებს, გამიზნულად ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ავრცელებს ერთ-ერთი ტელეკომპანია! თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ან დემოკრატიის ან სიტყვის თავისუფლების ჩარჩოში ჯდება ან ძალიან ცდება ან უბრალოდ ჰგონია, რომ პასუხს არავინ მოსთხოვს და სწორედ ამიტომაც იქცევა ასე. ტვ „პირველის“ ამ ქმედებით, არამარტო შესაბამისი სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, არამედ მედია ექსპერტებიც. საინტერესოა რას იტყვის სახალხო დამცველი. ვერაფრის ნიშნებს ვერ ხედავს? მე პირადად შეკითხვა მაქვს აშშ-ს ელჩთან ქალბატონ კელი დეგნანთან და ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩთან, ბატონ კარლ ჰარცელთან, თქვენი აზრით დასაშვები და მისაღებია?“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner