logo_geo
eng_logo
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, შესაძლო დარღვევის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
- +

1 აპრილი. 2022. 12:14

 

 

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, საქმის მოკვლევა დაიწყო.

 

უწყების ცნობით, საქმე ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მოწყობასა და აკრედიტაციის მისაღებად საჭირო სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაზე გაცემული უარის კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას

 

მოკვლევის ფარგლებში, სააგენტო აგრეთვე განახორციელებს - „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის“ მიერ, ანალოგიურ საკითხებთან დაკავშირებით, სააგენტოში წარმოდგენილ განცხადებებში მითითებული ფაქტებისა და გარემოებების შესწავლას.

 

სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს მოკვლევის დაწყებიდან 6 თვის ვადაში. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა საქმის შესწავლა 18 თვემდე გაგრძელდეს.

 

ამ დროისთვის, მიმდინარე რეჟიმშია 2 საქმის მოკვლევის პროცესი - სათარჯიმნო სექტორში - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების გამოვლენის მიმართულებით და სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში - არასამართლიანი სავაჭრო პირობების დადგენის ფაქტზე. შესწავლის პროცესშია 2 დაგეგმილი კონცენტრაცია და 1 ბაზრის მონიტორინგი. 2021 წელს, სააგენტომ 5 მოკვლევის საქმე და 1 ბაზრის მონიტორინგი დაასრულა, 3 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner