logo_geo
eng_logo
დღეს რუსთავსა და ბათუმში შუალედური არჩევნები გაიმართება
- +

2 აპრილი. 2022. 10:32

 

 

დღეს რუსთავსა და ბათუმში შუალედური არჩევნები გაიმართება. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავის 84 და გარდაბნის 33 უბანზე აირჩევენ, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს - 14 საარჩევნო უბანზე.

 

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის. პარტიას „მამუკა ტუსკაძე ‐ სოციალური სამართლიანობისათვის“ მამუკა ტუსკაძე, „ქართულ ოცნებას“ - ირაკლი შატაკიშვილი, „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიას“ კი კამალ მურადხანოვი.

 

№12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 139 989 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

 

რაც შეეხება ბათუმს, ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწევთ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მათე ფუტკარაძე, ხოლო „ქართულ ოცნებას“ რამაზ ჯინჭარაძე წარმოადგენს.

 

№79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 20 635 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები 09:00, 13:00, 18:00 და 21:00 საათზე არის ჩანიშნული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner