logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი: ევროკავშირი უკრაინასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხმარება აუცილებელი მტკიცებულებების შეგროვებაში - შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია
- +

3 აპრილი. 2022. 17:25

 

 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ წერს.

 

„შოკირებული ვარ გათავისუფლებულ კიევის ბუჩას რეგიონში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკის ამსახველი შემაშფოთებელი კადრებით. ევროკავშირი უკრაინასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხმარება აუცილებელი მტკიცებულებების შეგროვებაში საერთაშორისო სასამართლოებში წარსადგენად. ევროკავშირის შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია. დიდება უკრაინას!“,- წერს შარლ მიშელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner