„კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ ყველას, გარდაცვლილი ადამიანებით სპეკულირებას თავი დაანებეთ“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - რატომ არ მიდის ის ქართველი გმირი სამხედროების დაკრძალვაზე.
„მე სამძიმარს ვუცხადებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს, მათ ოჯახის წევრებს. მინდა ჩემი გულის ტკივილი გამოვხატო კიდევ ერთხელ. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მათი ჩამოსვენება, დაკრძალვა ღირსეულად მომხდარიყო და სამხედრო პატივით დაკრძალა. ისე, როგორც შეეფერებოდა სამხედრო ყოფილ ოფიცრებს და ვეტერანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ტერიტორიის დაცვისთვის წარმოებულ ომებში იღებდნენ მონაწილეობას. მე კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ყველას, ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს, რომ გარდაცვლილი სამხედროების სიკვდილით, ამ უბედურებით ნუ შეეცდებით გარკვეული დივიდენდების მიღებას. ეს არის უზნეობა და ამორალურობა“, - განაცხადა პრემიერმა.