logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: საარჩევნო ადმინისტრაციამ მორიგი მაღალი სტანდარტის არჩევნები ჩაატარა
- +

3 აპრილი. 2022. 15:50

 

 

„საარჩევნო ადმინისტრაციამ მორიგი მაღალი სტანდარტის არჩევნები ჩაატარა. გუშინ შუალედური არჩევნები ბათუმის და რუსთავი-გარდაბნის ოლქში გაიმართა, ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი რამდენიმე ათეულ უბანზე გააკეთა, დაცული იყო ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატულება, ადმინისტრირების კუთხით არჩევნები სრულად პასუხობდა მსოფლიოში დამკვიდრებულ საუკეთესო პრაქტიკას“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ბათუმის ოლქში ჩატარებული არჩევნები იყო, რადგან პირველად საქართველოს ისტორიაში არჩევნები სრულად ელექტრონული ფორმით ჩატარდა, რაც ამომრჩევლის ელექტრონულ ვერიფიკაციას, კენჭისყრას, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებებს მოიცავდა. უბნების მცირე ნაწილში უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა, რაც როგორც წესი სიახლის თანმდევი ელემენტია.

სამწუხაროდ ბათუმის ოლქში ადგილი რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა, რაც ძირითადად ოპოზიციური პარტიის ან მათთან აფილირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან იყო პროვოცირებული“, - ამბობს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner