საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველებმა იციან, „რას წარმოადგენს ბუჩა - დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ". შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„რთულია, წარმოიდგინო სამყარო, რომელშიც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს. მაგრამ ის აქ არის. ჩვენ მასში ვცხოვრობთ. საქართველოს წარსული ნიშნავს, რომ ვიცით, რას წარმოადგენს ბუჩა - დანაშაულს კაცობრიობის წინაშე, ჭრილობა, რომლის შეხორცებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. უკრაინის წინააღმდეგობა არ დამარცხდება. მაგრამ ამას არასოდეს დავივიწყებთ“, - წერს პრეზიდენტი.