logo_geo
eng_logo
ავსტრიის ელჩი: ევროპული მიმართულებით საქართველოს ამბიციის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს დავუჭერთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის, მთის ტურიზმის განვითარებას, ასევე გარემოს დაცვისა და ეკოტურისტულ მიმართულებებს
- +

4 აპრილი. 2022. 11:04

 

 

ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში თომას მიულმანმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ავსტრიას შორის 30-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფება ნათელია. მისი თქმით, ავსტრია გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც საქართველოს მიზნის მიღწევაში დაეხმარება.

 

„წლების განმავლობაში, საქართველოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ავსტრიის განვითარების სააგენტომ, სამინისტროსთან ერთად, მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა სურსათის უვნებლობის, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, სოფლის განვითარების, ტყის სექტორის რეფორმირებისა და სხვა არაერთი მიმართულებით. ევროპული მიმართულებით საქართველოს ამბიციის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს დავუჭერთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის, მთის ტურიზმის განვითარებას, ასევე გარემოს დაცვისა და ეკოტურისტულ მიმართულებებს. ამასთან, ავსტრიის შესაბამისი უწყება მზად არის, გაუზიაროს გამოცდილება ქართულ მხარეს ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომავალშიც ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება“, - განაცხადა თომას მიულმანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner