„საქართველოს ახსოვს ჩვენი წამებული გმირები და ოკუპანტი უკრაინაშიც იმავე მეთოდებს იყენებს“,-ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, კახა კუჭავა ბუჩაში განვითარებულ მოვლენებს.
„წარმოუდგენელია, როგორი იქნება ცივილიზებული სამყაროს მომავალი, რუსეთის შემაძრწუნებელ სისასტიკეზე სათანადო პასუხის გაცემის გარეშე. საქართველოს ახსოვს ჩვენი წამებული გმირები და ოკუპანტი იყენებს იმავე მეთოდებს, რომლებიც სასტიკია, უღირსია და ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას“,- წერს კუჭავა twiter-ზე