logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: იანვარ-თებერვლის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 16.3%, ექსპორტი გაიზარდა 54%-ით და შეადგინა 760 მლნ. დოლარი
- +

4 აპრილი. 2022. 12:55

 

 

„რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყანაში. ეკონომიკის სწრაფი ტემპებით აღდგენის პროცესი გრძელდება. იანვარში ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, თებერვალში გვქონდა 14.6%“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, იანვარ-თებერვლის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 16.3%, რაც ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ამას სჭირდება შენარჩუნება, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენი  და მთელი მსოფლიოს წინაშეა.

 

„სწორედ ამიტომ ვსაუბრობ ამ პროექტებზე, როგორიც არის ეკონომიკური ამაჩქარებელი, თუ განსაკუთრებით ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიციები. ამიტომ გვჭირდება ძალიან  მაგარი, ერთიანი, კოორდინირებული, აქტიური მუშაობა, რომ არც ერთ პროექტს არ ჰქონდეს ჩამორჩენა.

 

იანვარ-თებერვალში ეკონომიკური აქტივობის ზრდა დაფიქსირდა, როგორც მრეწველობის, ასევე მომსახურების სექტორში. აქვე მინდა საზოგადოებას ვამცნო, რომ იანვარ-თებერვალში ექსპორტი გაიზარდა 54%-ით და შეადგინა 760 მლნ დოლარი.

 

ასევე, უნდა ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციები დაფიქსირდა ტურიზმის მიმართულებით და შესაბამისად  ტურიზმიდან შემოსავლებიც გაიზარდა“, -  აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner