logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: 2 აპრილის არჩევნებზე ამომრჩევლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პასუხია „ნაცმოძრაობისა“ და სხვა პარტიებისთვის
- +

4 აპრილი. 2022. 13:34

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ჟურნალისტებთან საუბრისას, ბათუმსა და რუსთავში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს გამოეხმაურა.

 

„2 აპრილის არჩევნებზე ამომრჩევლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პასუხია „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა პარტიებისთვის, რომელი პოლიტიკური ძალის პოლიტიკას უჭერს მხარს ქართველი ხალხი - ჩვენ ვნახეთ, რამდენად დიდია ეს მხარდაჭერა!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბათუმშიც და რუსთავშიც, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner