პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ჟურნალისტებთან საუბრისას, ბათუმსა და რუსთავში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს გამოეხმაურა.
„2 აპრილის არჩევნებზე ამომრჩევლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პასუხია „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა პარტიებისთვის, რომელი პოლიტიკური ძალის პოლიტიკას უჭერს მხარს ქართველი ხალხი - ჩვენ ვნახეთ, რამდენად დიდია ეს მხარდაჭერა!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბათუმშიც და რუსთავშიც, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.