logo_geo
eng_logo
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით არგენტინას ეწვევა
- +

4 აპრილი. 2022. 15:03

 

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, 4-10 აპრილს ოფიციალური ვიზიტით არგენტინას ეწვევა.

 

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ არგენტინის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც განხილვის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და მისი გაღრმავების შესაძლებლობები იქნება.

 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებასა და არაღიარების პოლიტიკაზე, ასევე, რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის მხრიდან უკრაინაში წარმოებულ ომსა და საქართველოსთვის ამ ომის შესაძლო შედეგებზე.

 

7-8 აპრილს არგენტინაში, ქალაქ ვილა ლა ანგოსტურაში „მკვლევართა და პარლამენტართა საერთაშორისო სემინარი პარლამენტებისა და წარმომადგენლობითი ერთეულების როლზე 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე“ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, სადაც გიორგი ხელაშვილი ძირითად სპიკერადაა მიწვეული.

 

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან არგენტინის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ხელაშვილი; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და არგენტინის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, ირაკლი ბერაია და მეგობრობის ჯგუფის წევრი, დავით ბაქრაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner