logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის
- +

4 აპრილი. 2022. 15:07

 

 

„რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, პარტია „ნაციონალური მოძრაობა„ ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება.

 

„აბსოლუტურად ყველა მიმართულებით წარუმატებლები არინა. ამის დასტურია სწორედ ბოლო არჩევნებიც. 31% აიღეს იმ ოლქში, სადაც წინა შემთხვევაში ყველაფერი მოგებული ჰქონდათ. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ამ პოლიტიკურ გაერთიანებას ძალიან მძიმე ტენდენცია აქვს.

 

რაც შეეხება პარტიის შიდა კონფლიქტებს, ეს არის ლოგიკური მაშინ, როდესაც ორგანიზაციაში რთული მდგომარეობა გაქვს. ეს ყველაფერი ბათუმშიც გამოჩნდა. მაგალითად, მელია ჩასული იყო ბათუმში და სასტუმროდანაც კი არ გამოსულა. ეს ყველაფერი საერთო სურათზე მეტყველებს. რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner