ლევან დავითაშვილის თქმით, ილია დარჩიაშვილი ღირსეული საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ილია დარჩიაშვილი დიდი ხანია ჩვენი გუნდის წევრია. ის კომპეტენტური ადამიანია, რომელსაც დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, აქვს გამოცდილება მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის პირობებში გუნდთან, კოლეგებთან მუშაობის გამოცდილება. ვფიქრობ, ეს გუნდური მუშაობა მთავრობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ილია დარჩიაშვილი იქნება ღირსეული საგარეო საქმეთა მინისტრი“, - განაცხადა დავითაშვილმა.