logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ილია დარჩიაშვილზე: ის ნამდვილად გამორჩეული პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება
- +

4 აპრილი. 2022. 15:08

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ილია დარჩიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

 

„მინდა მივულოცო ილია დარჩიაშვილს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა. ის არის ნამდვილად გამორჩეული პროფესიონალი, ძალიან კეთილსინდისიერი ადამიანი. არის საქმის მცოდნე და აქვს დიპლომატიური სერიოზული გამოცდილება, ელჩის პოზიციაზე მუშაობდა წლების განმავლობაში. ასევე საჯარო სამსახურში აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და მართლაც გამორჩეული პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან კარგი საგარეო საქმეთა მინისტრი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner