logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ზალკალიანზე: ვერავითარ შემთხვევაში ეს, როგორც დაქვეითება, ვერ განიხილება. თანაბარი რანგისა და პასუხისმგებლობით დატვირთული თანამდებობაა
- +

4 აპრილი. 2022. 15:15

 

 

„აშშ-ში დავით ზალკალიანის ელჩად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება უფრო ადრე იყო მიღებული, ვიდრე ამის შესახებ საჯაროდ გახდა ცნობილი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

კითხვაზე დავით ზალკალიანისთვის აღნიშნული პოსტი დაწინაურებაა თუ დაქვეითება, კობახიძემ განმარტა, რომ აშშ-ში მისი ელჩად დანიშვნის შესახებ წარდგინება დიდი ხნის წინ გაიგზავნა.

 

„ეს გადაწყვეტილება უფრო ადრე იყო მიღებული, ვიდრე ამის შესახებ საჯაროდ გახდა ცნობილი. გახსოვთ, ამას მოჰყვა მთელი რიგი სპეკულაციები. ეს გადაწყვეტილება ომის დაწყებამდეც კი იყო მიღებული. აქედან გამომდინარე, ამ საკადრო გადაადგილებას არსებულ ვითარებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

 

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩის თანამდებობის დაკავებას, ვფიქრობ, ვერავითარ შემთხვევაში ეს, როგორც დაქვეითება, ვერ განიხილება, როგორც თქვენ ახსენეთ. ეს არის, მე ვიტყოდი, თანაბარი რანგისა და პასუხისმგებლობით დატვირთული თანამდებობა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ასეთად ვერ განვიხილავ“, - მიმართა მან ჟურნალისტებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner