„ყველაფრის რაღაცაზე მიბმა და პროვოცირება ხდება. დავით ზალკალიანის ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩად დანიშვნა და მისი საგარეო მინისტრის თანამდებობიდან წასვლა გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი, ვიდრე უკრაინაში ომი დაიწყებოდა“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.
მისი თქმით, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ეს პროცესი გადადო, რადგან როცა დიპლომატია სხვა რეჟიმში მუშაობდა, არ შეიძლებოდა, სხვა ნაბიჯის გადადგმა.
„ეს საკადრო გადაწყვეტილება სამთავრობო წრეში უფრო ადრე იყო მიღებული და გადაწყვეტილების მიღება დროის შერჩევა ომიდან გამომდინარე მოხდა. დავით ზალკალიანის სურვილი იყო, მინისტრის თანამდებობიდან წასულიყო, მაგრამ დიპლომატიაში ყოფილიყო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.