„უკრაინიდან კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილის სახით ომის წინ შემოვიდა. როგორ გადმოკვეთა ამ კონტრაბანდულმა პროდუქტმა უკრაინის საზღვარი, ეს შეგიძლიათ მოიკითხოთ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ვერ დაამტკიცებს, რადგან ეს ინფორმაცია აბსურდულია.
„რაც შეეხება ბრალდების დამტკიცება-არ დამტკიცებას - ეს არის უკრაინის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. როდესაც რაღაცას გაბრალებენ, დამბრალებელმა თვითონ უნდა დაამტკიცოს, რამდენად არის მისი განცხადება სიმართლე. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების პოზიცია არის მარტივი - უკრაინის ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს ინფორმაციის წყარო და ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველაფერზე, თუმცა ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ვერც ვერავითარ წყაროს და მტკიცებულებას ვერ წარმოადგენენ. ამას აქვს მარტივი მიზეზი - ეს არის აბსურდი“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.