logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე: ეს არამეგობრული და ბინძური პროვოკაცია იყო
- +

5 აპრილი. 2022. 14:46

 

 

„ეს ნამდვილად არამეგობრული და ბინძური პროვოკაცია იყო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

 

„საერთაშორისო საზოგადოებამ, ჩვენმა მოქალაქეებმა ზუსტად იციან ის ქმედებები, რომელსაც საქართველო რუსული აგრესიის შესაჩერებლად ახორციელებს. დაზვერვის განცხადება სამწუხაროდ იმ სულისკვეთებას იმეორებდა, რასაც თუნდაც ხატია დეკანოიძე უკრაინულ არხებზე კომენტარების დროს აკეთებდა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner