საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია სომხეთში მაღალი რანგის შეხვედრებს განაგრძობს. დღეს პარლამენტის თავმჯდომარე სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი სომეხ კოლეგას, სომხეთის პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი საკითხები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და რეგიონში არსებული ვითარება იყო.