საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის დღეიდან ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. ილია დარჩიაშვილი 6-8 აპრილს ევროკავშირსა და ნატოში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელს. გარდა ამისა, ილია დარჩიაშვილი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში. მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.