logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს
- +

6 აპრილი. 2022. 12:01

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის დღეიდან ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. ილია დარჩიაშვილი 6-8 აპრილს ევროკავშირსა და ნატოში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელს. გარდა ამისა, ილია დარჩიაშვილი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში. მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner