დიდი ბრიტანთის საპარლამენტო დელეგაცია ქართული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა. ბრიტანეთის საელჩოში გამართული შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში არსებული დაძაბული ვითარების გადაჭრის გზები და საქართველოს უსაფრთხოების საკითხი იყო. ბრიტანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და მზაობა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით.
დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაცია 5 აპრილს მთელი დღის განმავლობაში მართავდა შეხვედრებს.