logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე: ველოდებით შესაბამის მტკიცებულებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეფასდება როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვისთვის არსებული მესიჯი
- +

6 აპრილი. 2022. 12:31

 

 

„მტრულად განწყობილი მხარის წისქვილზე ასხამს წყალს და ეს არაფრით ემსახურება ქართულ-უკრაინულ მხარეებს შორის არსებულ ურთიერთობას“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილმა უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ რუსეთის კონტრაბანდის არხები, საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

 

„ჩვენ უკრაინული მხარისგან ველოდებით შესაბამის მტკიცებულებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დეზინფორმაციული ხასიათის განცხადება შეფასდება როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვისთვის არსებული მესიჯი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner