logo_geo
eng_logo
კახა კალაძე „პატრიოტთა ალიანსზე“: რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი მაშინ, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ომია?! ასეთი ვიზიტები ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია
- +

7 აპრილი. 2022. 14:41

 

 

„რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი მაშინ, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ომია, ადამიანები იხოცებიან?!“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

კალაძის თქმით, მსგავსი ვიზიტები მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

 

„რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი მაშინ, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ომია, ადამიანები იხოცებიან, ქვეყანა ინგრევა, ქალაქები ნადგურდება?! ასეთი ვიზიტები ნამდვილად არ არის მისაღები. ჩემთვის პირადად, კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კალაძემ.

 

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მოსკოვში იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner