logo_geo
eng_logo
სენატორი კრის კუნსი ოკუპირებულ ცხინვალში დანიშნულ ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს გმობს და მსოფლიოს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახსენებს
- +

8 აპრილი. 2022. 16:58

 

 

სენატორი კრის კუნსი ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. არჩევნებისა და რეფერენდუმის შესახებ Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

 

„საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციასთან შეერთების თაობაზე არის თვალთმაქცობა და შეხსენება იმ ბედისა, რომელიც შეიძლება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებს ელოდეს, თუ მიმდინარე შეჭრა წარმატებული აღმოჩნდება“, - წერს სენატორი Twitter-ზე.

 

ოკუპირებულ ცხინვალში განაცხადეს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმი“ 10 აპრილის შემდეგ გაიმართება. იქამდე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტმა“, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „სამართლებრივ ნაბიჯებს“ გადადგამენ რუსეთთან შესაერთებლად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner