logo_geo
eng_logo
დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი - დაკარგული დოკუმენტის ისტორია
- +

10 აპრილი. 2022. 11:45

 

 

დღემდე არავინ იცისსად დაიკარგა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ორიგინალიუფრო მეტიცდოკუმენტიფაქტობრივადარც არავის უძებნია.

1991 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში მაგიდაზე დამოუკიდებლობის აქტი იყო გაშლილი. მასზე ხელის მოსაწერად დეპუტატებმა ახალი კალმები იყიდეს. ნერვიულობისგან ბევრს ხელი უკანკალებდა და ამიტომ ზოგის გვარი მკაფიოდ არ ჩანს. ჰამლეტ ჭიპაშვილი, რომელიც მაშინ უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი იყო, იხსენებს, რომ დოკუმენტი ბოლოს თავის კაბინეტში ჩაიტანა.

შემდეგ ჩემთან მოვიდა გამომცემლობა „სამშობლოს“ რედაქტორი ვახტანგ ესვანჯია და დოკუმენტი მას გავატანე გადასაღებადმეორე დღეს ასლები საცალო ვაჭრობაში უნდა გავრცელებულიყოპრესასაც დავუძახე, „საქინფორმი“ იყო მაშინ საინფორმაციო სააგენტომოვიდნენგადაიღეს ფოტოებირომ მეორე დღეს გაზეთებში ყოფილიყო“.

 

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ვახტანგ ესვანჯიამ დამოუკიდებლობის აქტი იმავე დღეს დააბრუნა და მანაც ის თავის კაბინეტში მეფის რუსეთის დროინდელ სეიფში შეინახა, თუმცა საღამოს ისევ გამოღება მოუხდა, რადგან ამჯერად პრეზიდენტმა გამსახურდიამ სთხოვა, დოკუმენტი დილამდე სახლში გამატანეო.

მეორე დილაც დადგა, ქვეყანამ დამოუკიდებლობის აქტი გაზეთებშიც იხილა და გამომცემლობა „სამშობლოს“ ასლებიც გამოფინეს ჯიხურებში. ამ დროს კი ზვიად გამსახურდია სამსახურში მივიდა და სამდივნოს უფროსს წაღებული ორიგინალი დაუბრუნა, ოღონდ მასზე უკვე პრეზიდენტის მეუღლის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას, ხელმოწერაც იყო.

 

 

ეტყობასერიოზულად იკამათესრასაც ხშირად ჰქონდა ცოლ-ქმარს შორის ადგილიდა მანანა გამსახურდიამ იძალადადაჟინებით მოითხოვა ხელი მოეწერაზვიად გამსახურდიას ჩემთვის არ უთქვამსეს დოკუმენტი იმისთვის მიმაქვსმანანამ ხელი უნდა მოაწეროსოუბრალოდროდესაც დამიბრუნადოკუმენტზე იყო ხელმოწერა და თან მთხოვარომ ეს გაზეთში გამომექვეყნებინავუთხარიგაზეთში უკვე არის-მეთქიარაოეს გამოაქვეყნეოდა მაშინ ვნახერომ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ჰქონდა ხელი მოწერილიმეორედ დავუძახე „საქინფორმს“, „სამშობლოს“, ისევ გადაიღეს ფოტოები და მეორე დღეს გამოაქვეყნეს გაზეთებში“.

შედეგად, 10 და 11 აპრილს დამოუკიდებლობის აქტის ორი სხვადასხვა ვარიანტი გავრცელდა. ჰამლეტ ჭიპაშვილი ამბობს, რომ ორივე მათგანის ასლი იმდენად მაღალი ხარისხის იყო, რომ ორიგინალისგან არ განირჩეოდა.

ამ ყველაფერმა სიტუაცია დაძაბა როგორც „მრგვალი მაგიდის“ წევრებს შორის, ასევე საზოგადოებაში. ორი კითხვა ერთდროულად გაჩნდა: რატომ მოაწერა მანანა არჩვაძემ ხელი, როცა მას არანაირი პოლიტიკური თანამდებობა არ ეკავა და მისი ხელმოწერა უკარგავს თუ არა დოკუმენტს ლეგიტიმურობას.

ამის შემდეგ დოკუმენტი ჩემთან ინახებოდასექტემბრიდან სიტუაცია დაიძაბაომის დროსსადღაც ოქტომბერშიგამსახურდიამ ისევ მთხოვა ეს დოკუმენტიცხადიაპრეზიდენტი რომ გთხოვსვერ დაუკავებვფიქრობმიიჩნევდარომ მასთან უფრო უსაფრთხოდ იქნებოდაგადავეცი და მერე უკვე აღარ დაუბრუნებიაროგორც მე ვიციჩეჩნეთში წაიღომაგრამ იქ რა ბედი ეწიაამის შესახებ უკვე არაფერი მსმენია“, - ამბობს ჰამლეტ ჭიპაშვილი.

სამი დამწვარი შენობა

 

სად ინახავდა დოკუმენტს ზვიად გამსახურდია, როდესაც ჯერ კიდევ საქართველოში იყო? ჰამლეტ ჭიპაშვილი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტს ის სახლში, კოლხურ კოშკში, ჰქონდა წაღებული, რადგან გამსახურდიას კაბინეტში მხოლოდ პატარა რკინის კარადა იდგა, სადაც ეს დოკუმენტი ვერც გაშლილი და ვერც დაგრაგნილი ვერ შეეტეოდა.

 

 

6 იანვარს ზვიად გამსახურდიამ საქართველო დატოვა. ჰამლეტ ჭიპაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის შენობაში შესვლა მან მხოლოდ სამი დღის შემდეგ მოახერხა, მას შემდეგ, რაც ცალკე თენგიზ სიგუასგან, ცალკე ჯაბა იოსელიანისგან და ცალკე თენგიზ კიტოვანისგან აიღო ნებართვა.

არც ერთი ფანჯარა და კარი აღარ ჰქონდა შენობასიმ დარბაზსსადაც დღეს სხდომები იმართება სახურავიც არ გააჩნდაგამსახურდიას კაბინეტში ერთი სკამიც კი აღარ იყო მთელიშიდა ეზო სეიფებით და რკინის კარადებით იყო სავსეგორად იდგა და არც ერთს საკეტი აღარ ჰქონდაჩემი სეიფი „ავტოგენით“ იყო გაჭრილიპრეზიდენტის რკინის კარადაც დამსხვრეული ეგდოსართულებზე ხელყუმბარები ეყარადალაგება რომ დავიწყეთგაგვაჩერესნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდესომერე გამნაღმელები მოვიდნენ... მთელი ეს დოკუმენტაცია იატაკზე იყო მოფენილირამდენიმე დღე ვათვალიერებდირამე ხომ არ იყო ჩვენთვისისტორიისთვის მნიშვნელოვანი დარჩენილიმაგრამ... ამ დოკუმენტს მე ვერ მივაგენიმას ეს სახლში ჰქონდა წაღებული“, - ამბობს ჰამლეტ ჭიპაშვილი.

 

დამწვარი კოლხური კოშკი

 

ბოლო დღეებში, სანამ საქართველოს დატოვებდნენ, ზვიად გამსახურდია დღევანდელი პარლამენტის შენობაში, მისი ოჯახი კი კოლხურ კოშკში იმყოფებოდა. ცოტნე და გიორგი გამსახურდიები ჯერ კიდევ არასრულწლოვანები იყვნენ. თუკი დოკუმენტი ნამდვილად კოლხურ კოშკში ინახებოდა, ის სახლიდან ან მანანა არჩვაძეს უნდა გამოეტანა 6 იანვარს, ან იქვე უნდა დარჩენილიყო. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა საქართველო დატოვა, კოლხური კოშკი გაიძარცვა და დაიწვა. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ დროს დაიკარგა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ორიგინალიც.

რა იცის ამ დოკუმენტის შესახებ მანანა არჩვაძემ, ნათელი არ არის. სამწუხაროდ, მან რადიო თავისუფლებასთან საუბარი არ ისურვა.

ჟორდანიას დროშა და ჭაღები იაფად

მართლაც წაიღო თუ არა ჩეჩნეთში დოკუმენტი დევნილობაში მყოფმა პრეზიდენტმა, დაზუსტებით ვერავინ ამბობს. რუსთაველზე ისროდნენ და მსგავსი საკითხებისთვის მაშინ არავის ეცალა. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე ვარაუდობს, რომ, თუ დოკუმენტი მაინც პარლამენტის შენობაში დარჩა, ის ძალიან ადვილად განადგურდებოდა, რადგან შიგ შეჭრილმა ხალხმა ყველაფერი ააოხრა.

 

 

ჟორდანიას მთავრობის დროინდელი დროშა გვქონდა, - დამოუკიდებლობა რომ გამოვაცხადეთმაშინ გამოგვიგზავნეს საფრანგეთიდან, - დაწვესშენობა გაძარცვესჩამრთველები და „შტეფსელები“ წაიღეს სახლებშიჩემი კაბინეტის ჭაღებს დიღომში ყიდნენნემოს ნაქონი „ლუსტრაა“, იაფად გაძლევთო“.

დევნილობაში მყოფი მთავრობა სესიებს გროზნოში ატარებდა, ნემო ბურჭულაძე ამბობს, რომ კვორუმი ყოველთვის ჰქონდათ, ანუ ბევრნი იყვნენ, თუმცა დამოუკიდებლობის აქტზე მაშინაც არავინ არაფერი იცოდა. „ზვიადისთვის მე პირადად არ მიკითხავსსხვისი არ ვიცი“, - ამბობს ის.

მოგვიანებით ჩეჩნეთში ომი დაიწყო და სხვა ყველაფერთან ერთად ჩეხოვის ქუჩაზე მდებარე ის სახლიც დაინგრა, რომელშიც ერთ დროს დევნილი პრეზიდენტი ცხოვრობდა.

 

 

ოჯახმა გროზნო დატოვა 1994 წლის მიწურულსროდესაც სამხედრო მოქმედებები დაიწყომანამდე შინა დაპირისპირებებიც იყო ჩეჩნეთშიმაშინ იქ იყო სამხედრო მეთაური ლაბაზანოვირომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა დუდაევის წინააღმდეგრუსეთის ფედერალური სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად ლაბაზანოვის ბანდა თავს დაესხა სახლს და ძალიან ბევრი რამ გაიტაცაშესაძლოაეს დოკუმენტიც აქ მოყვაოჯახმა მაშინ გაასწრომაგრამ რამდენად მოასწრეს რამის თან წაღებაარ ვიცი“, - ამბობს ზვიად გამსახურდიას უფროსი შვილი კონსტანტინე გამსახურდია.

ასლი თუ ორიგინალი

დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს კიდევ ერთი ისტორია უკავშირდება. 1991 წლის გაზაფხულზე უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ლენტეხის მაჟორიტარი ბერდია გუგავა სამსახურიდან სახლში მივიდა და საბუთები მაგიდაზე ისე დააწყო, ყურადღება არც მიუქცევია. მათ შორის იყო დაგრაგნილი დამოუკიდებლობის აქტიც, რომელიც მოგვიანებით მისმა მეუღლემ ჩარჩოში ჩასვა და კედელზე ჩამოკიდა.

არც მიფიქრიარომ დედანი იყომერე სხვებმა შეამჩნიესრომ ბეჭედი ლურჯი იყომელანისხვა ფერის და იკითხესდედანიაომეთქიდედანს ვინ მომცემდაალბათასლები დაარიგეს და მეც მერგო-მეთქისააკაშვილის პერიოდში, 2006 წელსდიდი სჯა-ბაასი ატყდადამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ორიგინალი სად წავიდაომაშინ ჩამოვხსენი და ვნახერომ მეორე მხარეზე ხელმოწერების კვალდაკვალ ყველგან იყო ჩაღრმავებებიშემეშინდაარ დაკარგულიყოთან მერე ვიღაცები გამოჩნდნენფულს მთავაზობდნენეშმაკი არ შემიჩნდეს ან მეან ჩემს შვილებს-მეთქი და ჩემს მოძღვართანმამა კონსტანტინესთან (გიორგაძე), მივედივუთხარივფიქრობპატრიარქს ჩავაბარო-მეთქიკარგი იქნებაო.

დილით მივედით საპატრიარქოშიმარტო იყო პატრიარქიმეკითხებამანანა არჩვაძის ხელმოწერა არისოკი-მეთქიაბამაჩვენეოამოვიღე ეს დაგრაგნილი და მივაწოდეუყურაუყურა დაშვილოშენ ღმერთის რჩეული ყოფილხაროშენთან დედანი მოხვედრილაო“, - იხსენებს ბერდია გუგავა.

ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ პატრიარქმა დოკუმენტი თავის სეიფში შეინახა და უთხრა, როცა საჭირო გახდებოდა, გამოაჩენდა. ამის შემდეგ ათიოდე წელი გავიდა, საპატრიარქოდან არაფერი ისმოდა. ერთხელაც გუგავას გამსახურდიას მთავრობის წევრი, თემურ ქორიძე, ესტუმრა. ბერდიამ დოკუმენტის შესახებ უამბო. ქორიძემ შესთავაზა, ამის შესახებ გაზეთისთვის ინტერვიუ მიეცა, იქნებ საქმე ადგილიდან დაძრულიყო. ასეც მოხდა.

მივეცი ინტერვიუ და ატყდა ერთი ამბავიდამიბარეს საპატრიარქოშიფაქტობრივადდამკითხესგამიკვირდასაპატრიარქოში ვარ თუ პროკურატურაში-მეთქიშორენა თეთრუაშვილი და ვიღაც მღვდლები იყვნენრომლებსაც არ ვიცნობდიშორენა თეთრუაშვილი გაბრაზებული იყორომ ინტერვიუ ისე მივეციპატრიარქი საქმის კურსში არ ჩავაყენე“, - ამბობს ბერდია გუგავა.

ზვიად ძიძიგური, რომელსაც ასევე ხელი აქვს მოწერილი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე, ამბობს, რომ შეიქმნა კომისია, რომლის ერთ-ერთი წევრი თავადაც იყო და დოკუმენტი საპატრიარქოდან პარლამენტში გადმოიტანეს.

 

 

მაშინ გამიკვირდა კიდეცრადგან მე ვიცოდირომ ზვიად გამსახურდიამ გროზნოში წამოიღო სხვა დოკუმენტებთან ერთადასე ლაპარაკობდნენგროზნოში ეს დოკუმენტი არ მინახავსიმდენად ექსტრემალურ სიტუაციაში ვიყავითამით არც დაინტერესებულა არავინეს ყველაფერი იყო ლაპარაკიარავინ იცისსინამდვილეში რა მოხდა“, - ამბობს ზვიად ძიძიგური.

2015 წელს პარლამენტის დაკვეთით საპატრიარქოდან გადმოტანილი დოკუმენტი სამხარაულის ბიურომ შეისწავლა და დაასკვნა, რომ ის ორიგინალი არ იყო.

 

 

სამხარაულის ბიუროში შესამოწმებლად გაგზავნილი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი

 

დასკვნის ასლი გამოითხოვა რადიო თავისუფლებამაც. მასში ვკითხულობთ:

„ჩატარდა მიკროსკოპული კვლევა... კვლევების შედეგად დადგინდა, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე არსებული ხელმოწერების შტრიხებში არ აღინიშნება დაწოლის კვლები, შტრიხების ნაპირები შედარებით სწორია, შტრიხებში საღებავი ნივთიერება განაწილებულია შედარებით თანაბრად; ლურჯი ფერის საღებავი ნივთიერებით შესრულებული ხელმოწერების ირგვლივ გამოვლინდა ლურჯი წერტილები, ხოლო შავი ფერის საღებავებით შესრულებული ხელმოწერების ირგვლივ გამოვლინდა შავი ფერის წერტილები.

ზემოთმითითებული ნიშნები მოწმობს, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე არსებული ხელმოწერები არ არის შესრულებული საწერი საშუალებით, ე.ი. ზემოთმითითებული საბუთი არ წარმოადგენს ორიგინალს“.

 

ხელმოწერების დეტალები დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე

 

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, თენგიზ სიგუას, პრესასთან არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მისი დავალებით დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მოსაძებნად მოკვლევა ჩაატარა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. რამდენად ხარისხიანად იყო მოკვლევა ჩატარებული, ამის შესახებ შეგვიძლია იმ ფაქტითაც ვიმსჯელოთ, რომ მის შესახებ ჰამლეტ ჭიპაშვილმა, რომელსაც დამოუკიდებლობის აქტის შენახვა ევალებოდა, არაფერი იცის. ეს თემა საგამოძიებო ორგანოების მიერ დღემდე არ არის შესწავლილი და არც ის ადამიანები არიან დაკითხული, რომლებსაც ამ დოკუმენტთან ჰქონდათ შეხება.

არავის მოუკლავს თავი დამოუკიდებლობის აქტის აღმოსაჩენად“, - ამბობს ჰამლეტ ჭიპაშვილი. - იმის შემდეგ 30 წელი გავიდა, ვიღას აინტერესებს ეს?!“

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner