logo_geo
eng_logo
კარლ ჰარცელი: ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში იმართება
- +

10 აპრილი. 2022. 18:06

 

 

„ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში იმართება“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

 

„ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner