logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: საქართველოს ომში ვერ ჩაითრევენ
- +

11 აპრილი. 2022. 15:19

 

 

„საბედნიეროდ მსგავსი მცდელობები წარუმატებლად დასრულდება. საქართველოს ომში ვერ ჩაითრევენ“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც kvira.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება. საუბარია სტატიაზე, სადაც ნათქვამია, რომ გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის დავალებით უკრაინაში მიემგზავრება, ვიზიტის მიზანი კი - საქართველოს ომში ჩათრევაა.

 

„საქართველო არ ჩაერთვება იმ გეგმაში, რომელიც „ნაცმოძრაობას“ და მის მეგობრებს აქვთ. საქართველოში ომი არ იქნება. ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ საქართველო ომში არ ჩაერთოს. ხელისუფლება უფრთხილდება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და თითოეულ ადამიანის სიცოცხლეს ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს.

 

ღმერთმა დაგვიფაროს რომ ბრძოლა მოგვიწიოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ყველანი ვიბრძოლებთ და ვერ მიგვასწრებენ ბრძოლაში ის ხალხი, რომელიც თავის დროზე უბნებში ვერ ჩამოდიოდა შიშით საკუთარი კორპუსებიდან და მართლაც, ტვინი ნუ წაიღეს ამ ფსევდოპატრიოტიზმით. ეს ხალხი ნუ გვასწავლის ჩვენ ვაჟკაცობას. თუ ბრძოლა მოგვიწია, ყველა ვიბრძოლებთ, მაგრამ მთავარია არ მოგვიწიოს ომში ჩართვა და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. მარგველაშვილი კი არა, ვინც არ უნდა ჩართონ, მათ ამ ბინძურ გეგმაში საქართველოს წინააღმდეგ, მონაწილეობას არ მივიღებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner