logo_geo
eng_logo
8 ფარმაცევტს საქმიანობა შეუჩერდა
- +

10 აგვისტო. 2016. 17:45



ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ბოლო ორ კვირაში ჩატარებული რეიდების შედეგად 8 ფარმაცევტს საქმიანობა შეუჩერდა. მისი უწყება შსს-თან ერთად კოორდინირებულად მუშაობს და აფთიაქების მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.  ეს განცხადება მინისტრმა  ბრიტანული ჟურნალის პრეზენტაციაზე გააკეტა.


 

„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ფარხმალი დავყაროთ და  დავუთმოთ ასპარეზი ამ ადამიანებს, რომლებსაც თავისი პირადი კეთილდღეობისთვის შეუძლიათ გაწირონ ფაქტობრივად მთელი თაობის ჯანმრთელობა. 8 ფარმაცევტს უკვე შეუჩერდა საქმიანობის უფლაბა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner