logo_geo
eng_logo
გარემოს დაცვის სამინისტრო ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლს ამკაცრებს
- +

12 აპრილი. 2022. 11:57

 

 

„ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლს ვამკაცრებთ! აკრძალულია ბზის მოჭრა, ამოძირკვა, ტოტების დაზიანება“, - ამის შესახებ განცხადებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათი ინფორმაციით, ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

 

„კანონდარღვევის დაფიქსირებისთანავე დაგვიკავშირდით ჩვენს ცხელ ხაზზე -153; ზარი უფასოა, კონფიდენციალურობა დაცული. კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სანქციის ოდენობა 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ნუ მოჭრი ბზას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner