logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ კითხვარი სათანადოდ შეივსება
- +

13 აპრილი. 2022. 10:59

 

 

„კითხვარი სამ ძირითად ბლოკადაა დაყოფილი და შესაბამის სტრუქტურებს შორის უკვე განხორციელდა ამ კითხვების განაწილება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

 

„ამ კითხვარის შევსების კოორდინირებას მთავრობა განახორციელებს და მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს კითხვარი სათანადოდ შეივსება. ეს კითხვარი დაეფუძნება იმ რეფორმებს და იმ კონკრეტულ შედეგებს, რომელიც ხელისუფლებამ განახორციელა და ახორციელებს“, - აღნიშნა მიქანაძემ.

 

ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს კითხვარი გადაეცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner