პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, უკრაინაში მაღალი დონის სახელმწიფო ვიზიტი, რომელსაც პარლამენტის სპიკერი უხელმძღვანელებს, გარდა სოლიდარობის გამოხატვისა, იძლევა შესაძლებლობას, რომ არსებული გაუგებრობები, თუ სრულად არა, მნიშვნელოვანწილად მოგვარდეს.
„უკრაინისთვის ნებისმიერი მხარდაჭერა, თუნდაც სოლიდარობის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია. მაღალი დონის სახელმწიფო ვიზიტი, რომელსაც სპიკერი უხელმძღვანელებს, გარდა ამ სოლიდარობისა, იძლევა შესაძლებლობას, რომ არსებული გაუგებრობები მნიშვნელოვანწილად, თუ სრულად არა, მოგვარდეს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ვიყო ამ დელეგაციაში, თუმცა ეს, ალბათ, დღის განმავლობაში დაზუსტდება“, - ამბობს სერგეენკო.