logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილმა მოლდოველ კოლეგასთან ონლაინშეხვედრა გამართა
- +

14 აპრილი. 2022. 14:00

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე იგორ გროსუსთან ონლაინშეხვედრა გამართა.

 

მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია და მისი შედეგები საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. შალვა პაპუაშვილმა და იგორ გროსუმ უკრაინის და უკრაინელი ხალხისადმი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს.

 

საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტების თავმჯდომარეებმა აგრეთვე ისაუბრეს საპარლამენტო ურთიერთობებზე და შეთანხმდნენ ორმხრივი კავშირების გაღრმავებაზე.

 

ამასთან, აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანას ევროკავშირისგან გადაეცა თვითშეფასების სპეციალური კითხვარები, რომელთა შევსებაში სახელმწიფო უწყებები აქტიურად არიან ჩართულნი და გამოითქვა მზადყოფნა ამ ყოვლისმომცველ პროცესში ურთიერთდახმარებისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner