logo_geo
eng_logo
ლევან იოსელიანი „ნაცმოძრაობაზე“: არგუმენტი, რომ ვიღაცასთან ერთად არ ჩავჯდები თვითმფრინავში თუ მანქანაში, ბავშვურია, ამ ლოგიკით, არც პარლამენტში უნდა ისხდნენ
- +

14 აპრილი. 2022. 15:41

 

 

„არგუმენტი, რომ ვიღაცასთან ერთად არ ჩავჯდები თვითმფრინავში თუ მანქანაში, ეს ბავშვური არგუმენტია, ამ ლოგიკით, არც პარლამენტში უნდა ისხდნენ და არაფერში არსად არ უნდა მიიღონ მონაწილეობა, სადაც არასასურველი ძალა თუ პოლიტიკოსი იქნება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით დაგეგმილი დელეგაციის შემადგენლობით, უკრაინაში არ გაემგზავრონ.

 

მისივე თქმით, უკრაინაში დელეგაციის გაგზავნა არა უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი.

 

„ასეთი პოლიტიკით ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. ვურჩევდი, უკრაინის რადას თავმჯდომარის ინტერვიუს ერთხელ კიდევ მოუსმინონ, ნახონ მან როგორ ისაუბრა იმის მიუხედავად, თუ რა დაძაბულობა არსებობდა იმ პერიოდში ქართულ-უკრაინულ პოლიტიკურ სპექტრს შორის, რამდენად კორექტულად, გვერდზე გადადო ეს დაძაბულობა. ეს ამ ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, ამიტომ მივდივართ, უკრაინაში მსოფლიო ლიდერები ჩადიან და საქართველო ჩავა თუ არა, ამით უკრაინისთვის ბევრი არაფერი შეიცვლება, ჩვენთვის შეიცვლება. მე გუშინ საღამომდე ინფორმაცია, რომ არ აპირებდნენ წამოსვლას, არ მქონდა, გუშინ საღამომდე ყველაფერში იღებდნენ მონაწილეობას, ეს ახლა გადაწყვიტეს, როგორც ჩანს. მე, ასე ცალსახად, არც ხატია დეკანოიძისგან, არავისგან არ გამიგია ამის შესახებ", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner