logo_geo
eng_logo
პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის შელაპარაკება მოხდა
- +

14 აპრილი. 2022. 17:38

 

 

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ტექნიკური შესვენების დროს, დეპუტატებს შორის შელაპარაკება მოხდა. ერთმანეთს სიტყვიერად მიხეილ ყაველაშვილი და ხატია დეკანოიძე დაუპირისპირდნენ.

 

მიხეილ ყაველაშვილი დაინტერესდა, რატომ არ მიდიოდა „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად. მან დეკანოიძეს უკრაინული ტელეარხისთვის მიცემული ინტერვიუც გაახსენა, რომლის დროსაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაში დაადანაშაულა.

 

ცნობილია საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ უკრაინაში წასვლაზე უარი თქვეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner