რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ლიპარტელიანი იაპონელ მაშუ ბეიკერთან ერთი იუკოთი დამარცხდა.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიადაზე ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. მანამდე კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.