„ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ გუნდთან ერთად უკრაინაში არ გაემგზავრება. ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილებით თავად „ომის პარტია“ დაზარალდება.
„როგორც ყოველთვის, იქ, სადაც ქართული სახელმწიფოს საქმე კეთდება, იმ ბორტზე „ნაცმოძრაობის“ ადგილი ისევ ვერ გამოიძებნა, მათ ისევ დაიტოვეს თავი თამაშგარე სიტუაციაში. თუმცა, მე ვფიქრობ, ამით კვლავ არ დაზარალდება არც ქართული სახელმწიფო და არც „ქართული ოცნება“. ისევ დაზარალდება ომის და ღალატის პარტია“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ.
8 დეპუტატისგან შემდგარი საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში სავარაუდოდ დღეს გაემგზავრება.