logo_geo
eng_logo
უკრაინაში დაღუპული დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა სამშობლოში ჩამოასვენეს
- +

15 აპრილი. 2022. 10:56

 

 

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა სამშობლოში რამდენიმე საათის წინ ჩამოასვენეს. დავით მენაბდიშვილს რუსთავში, სიონის ტაძარში გადაასვენებენ და რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ნიკა შანავას კი ქვემო ორხევში, სახლში გადაასვენებენ და საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა უკრაინისა და საქართველოს დროშები გაშალეს და დაღუპულებს პატივი მიაგეს. ქართველი მებრძოლები ქალაქ იზიუმთან რუსულ ბომბებს 9 აპრილს შეეწირნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner