უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა სამშობლოში რამდენიმე საათის წინ ჩამოასვენეს. დავით მენაბდიშვილს რუსთავში, სიონის ტაძარში გადაასვენებენ და რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ნიკა შანავას კი ქვემო ორხევში, სახლში გადაასვენებენ და საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა უკრაინისა და საქართველოს დროშები გაშალეს და დაღუპულებს პატივი მიაგეს. ქართველი მებრძოლები ქალაქ იზიუმთან რუსულ ბომბებს 9 აპრილს შეეწირნენ.