საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, რვა დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია უკრაინაში სავარაუდოდ დღეს გაემგზავრება. ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასეს როგორც მმართველი გუნდის ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ორივე მხარე აცხადებს, რომ ასეთ ვითარებაში უკრაინაში ჩასვლა მნიშვნელოვანია, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ მმართველ გუნდთან ერთად მათი გამგზავრება მიუღებელია. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობის“ ეს პოზიცია უადგილოა. მათივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით თავად ომის პარტია დაზარალდება.