საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და ლატვიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ოდიშარიამ ლატვია-კონცერტისა და იურმალას ძინტარის ისტორიული საკონცერტო დარბაზის წარმომადგენლებს, იანის კირსისა და რუტა დუდუმას უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახლო მომავალში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეების ერთობლივ ვიზიტს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ზემოაღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობის გაცნობის და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ასევე გაცვლითი გასტროლების ორგანიზების მიმართულებით, ლატვიელი ჯაზ-შემსრულებლებისა და ქართული ანსამბლების მონაწილეობით.
ლატვიელმა მეგობრებმა მასპინძლებს სამახსოვრო საჩუქრები და ლატვიელი შემსრულებლების ერთობლივი ნაწარმოებები გადასცეს.