logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთთან ომს 2500-3000 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა
- +

16 აპრილი. 2022. 10:51

 

 

ომის დაწყებიდან დღემდე 2500-3000 უკრაინელი სამხედროა მოკლული. ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

„ჩვენი ინფორმაციით, 2500-დან 3000-მდე სამხედრო დავკარგეთ. კიდევ 10 000 სამხედრო დაჭრილია და რთულია იმის თქვა, რამდენი მათგანი გადარჩება. შედარებისთვის, რუსეთმა ომში უკვე 19-20 ათასი სამხედრო დაკარგა“, - აცხადებს ზელენსკი.

 

მან ასევე ისაუბრა მოკლულ სამოქალაქო პირებზე და განაცხადა, რომ მათი ზუსტი რიცხვის განსაზღვრა რთულია.

 

„ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქები - ხერსონი, ბერდიანსკი, მარიუპოლი, ვოლნოვახა ბლოკირებულია და ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, რამდენი ადამიანია იქ მოკლული“, - ამბობს ზელენსკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner