„ჩამოვედი კიევში საქართველოს გზავნილის გადმოსაცემად: ვიზიარებთ თქვენს ტკივილს, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას“, - ამის შესახებ Twitter-ზე წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც პარლამენტის დელეგაციასთან ერთად კიევში იმყოფება.
„ჩამოვედი კიევში ქართველ დეპუტატებთან ერთად, საქართველოს გზავნილის გადმოსაცემად: ვიზიარებთ თქვენს ტკივილს, საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, ქართველები უკრაინელების გვერდით ვდგავართ“, - წერს პაპუაშვილი.