„უკრაინაში დაღვრილ სისხლსა და ცრემლზე პარაზიტობა „ნაცმოძრაობის“ მთავარი საქმიანობაა“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გადაწყვეტილება მიღებულია დიდი ხნის წინ - დესტაბილიზაცია და ახლა ამ მიზნით უკრაინის თემის გამოყენება არის ის, რასაც ახლა ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ „ნაცმოძრაობის“ საქმიანობაში.
უკრაინაში დაღვრილ სისხლსა და ცრემლზე პარაზიტობა „ნაცმოძრაობის“ მთავარი საქმიანობაა, ამ ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებით. ამის შემადგენელი ნაწილი გახდა მარგველაშვილი“, - განაცხადა ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უკრაინაში გიორგი მარგველაშვილთან ერთად იმყოფებიან.